ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნას 50-მდე მხარდამჭერმა მოაწერა ხელი

0

ზუგდიდის მერიასთან ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამდღიანი დაანანსების შემდეგ ზუგდიდის მერიის შენობის წინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიუხედავად მრავალგზის გავრცელებული განცხადებებისა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მხოლოდ 50-მდე ადამიანს მოუყარეს თავი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში ხელმოწერები შეაგროვა, რომელიც შემდგომ საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.

საკრებულოს წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაერთმევა.

„დღეს ზუგდიდს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი ბიუჯეტი, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ შეიძლება მას წაართვან ქალაქის სტატუსი. ნებისმიერი ზუგდიდელი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება ყოვლად დაუშვებელია.

სხვა ახალი ამბები: