“ზუგდიდობა” 10 სექტემბერს პომპეზურად აღინიშნება

0

ქალაქ ზუგდიდის მერია და ზუგდიდის მუნიციპპალიტეტის გამგეობა “ზუგდიდობა 2016”- ისთვის ემზადება, რომელიც 10 სექტემბერს პირველად აღინიშნება ზუგდიდში. სახალხო დღესასწაული “ზუგდიდობა” თეატრალიზებული მსვლელობით დაიწყება, რომლიშ შემდეგაც 12-დან 18 საათამდე ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება ხალხური რეწვისა და ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, აქვე მოეწყობა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით “ძველი ზუგდიდი”.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ამავე საათებში გაიმართება სხვა და სხვა სპორტული ღონისძიებები და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ქალაქის სტუმრები იხილავენ მეგრული ყველისა და ღვინის ექსკლუზიურ გამოფენას. ბულვარის ტერიტორიაზე დაუკრავენ ადგილობრივი ბენდები “MIX” და “UNDER7”.

10 სექტემბერს, “ზუგდიდობის” დღესასწაულზე გაიხსნება რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლ “ჩელა”-ს ვარსკვლავი.

16.00 საათზე,  ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა სახელწოდებით “კინტირიაშ დიარა”.

17.00 საათზე კი ქალაქის ხელმძღვანელობა დააჯილდოვებს საპატიო ზუგდიდელებს. დაჯილდოვების ცერემონია და კონცერტი დადიანების სასახლეთა ეზოში 17.00 საათზე გაიმართება.

21.00 საათზე “ზუგდიდობის” დღესასწაულს დაასრულებს CHEK IN GEORGIA-ს ფარგლებში გამართული გალა კონცერტი, სადაც ზუგდიდელებისა და ქალაქის სტუმრების წინაშე წარსდგებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

სხვა ახალი ამბები: