ზუგდიდობაზე სანდრა რულოვსს “ათინათმა” დეკორაციული გოგრა უსახსოვრა

0

ასოციაცია “ათინათმა” ზუგდიდობის დღესასწაულზე მოწყობილი ერთ-ერთი პავილიონიდან მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს, სანდრა რულოვსს დეკორაციული გოგრა და მეგრული ლექსების ნაკრები უსახსოვრა. სანდრა რულოვსმა საჩუქრისთვის მასპინძლებს დიდი მადლობა გადაუხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ, ათინათის თანამშრომლებს ასევე მადლობა გადაუხადა და იქვე აღნიშნა, რომ თვითონაც სიამოვნებით დაასაჩუქრებდნენ მასპინძლებს, თუმცა ეს საარჩევნო მოსყიდვაში ჩაეთვლებოდათ.

“ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაგასაჩუქრებთ”-განაცხადა ლაშა დამენიამ “ათინათის” პავილიონთან.

ცნობისათვის, დღეს სანდრა რულოვსი ზუგდიდობაზე უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სხვა ახალი ამბები: