ზუგდიდში 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

0

სამუშაო შეხვედრა „კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს შორის“ ჩატარდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის  (BPRM) „გაუმჯობესებული სერვისები – დაცული მოწყვლადი ჯგუფები“-ის ფარგლებში.

პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიან, სრულყოფილ ინტეგრაციას და მათი უფლებების სათანადოდ დაცვას, დევნილთა საზოგადოების გაძლიერებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და სხვა პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობების ზრდის გზით.

პროექტი ხორციელდება საქართველოს 13 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქებში: ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, წყალტუბო, ზესტაფონი, ხონი, ბათუმი, კასპი, გორი, მცხეთა, თეთრიწყარო და ქარელი.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით   2017 წლის 22 თებერვალს ზუგდიდში, ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოში პროექტის  სამიზნე რეგიონების ადგილობრივი მთავრობის და  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები. პრეზენტაციას დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია უძღვებოდა.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბება.

სხვა ახალი ამბები: