ზუგდიდში, 8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტორეპორტაჟი)

0

ზუგდიდში, 8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სანთლები დაანთეს და ამ დღისადმი მიძღვნილი პერფომანსი წარმოადგინეს. ღონისძიებას ზუგდიდის მერიის, საკრებულოებისა და ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეები.

სხვა ახალი ამბები: