ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლება ენმ-ს ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია ენმ-ის წევრის ლევან თორიას ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს. ის ამბობს, რომ თორია ციფრებით მანიპულირებს და მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გამგეობის ფაქტობრივ ხარჯს არ შეესაბამება.

“2016 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქის მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპულატაციო ხარჯებმა 259 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, ჩვენ წლის განმავლობაში საკრებულოს და გამგეობას ორივეს ერთად 5 949 ლარი გვქონდა ხარჯი. შედარებისთვის მინდა მოგიყვანოთ 2012 წლის მონაცემები იგივე სახის ხარჯებთან დაკავშირებით. 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყოფილი აქვს 480 ათას ლარზე მეტი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 45 ათას ლარამდე. ეს მაშინ, როცა არცერთ ადმინისტრაციულ ერთეულს არ ემსახურებოდა არც დასუფთავების და არც კეთილმოწყობის სამსახური”, – განმარტა წოწერიამ.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ თორიას მიერ გახმოვანებული ციფრები არარეალურია, არსებული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია.

ცნობისათვიის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

სხვა ახალი ამბები: