ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომა მიულოცეს

0

ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს აღდგომა მიულოცეს და სადღესასწაულოდ სურსათი გადასცეს.

სააღდგომო საჩუქრები წელს ქალაქში მოქმედმა უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა, ვეტერანებმა, დედ–მამით ობლებმა და სხვა უმწეო კატეგორიის მოქალაქეებმა მიიღეს.

სასაჩუქრე კალათები, რომელიც საკვებ პროდუქტებს მოიცავს დღეს ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ქვარაიამ, მერის მოადგილე, კობა ჯიქიამ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისში დაარიგეს.