ზუგდიდში, ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში ინტერნეტიზაცია იწყება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში და მის მიმდებარედ უფასო ინტერნეტიზაციას იწყებს. უფასო (WI-FI) უკვე დამონტაჟდა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეტაპობრივად კი ყველა სოფლის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით შ.პ.ს ,,ორდუნეტი“ ახორციელებს. სამონტაჟო სამუშაოების ვადა 2017 წლის ბოლომდეა განსაზღვრული.