ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა აღმოაჩინეს

0

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან, გურამიშვილის ქუჩაზე დღეს დილით ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა აღმოაჩინეს. თვითმხილველებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილს წელს ქვემოთ ნახევრად შიშველია, თუმცა პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

“მეზობელმა დამიძახა, ვიღაცას გარდაცვლილი ქალი უპოვია ჩვენს ქუჩაზეო, გავედით და ვნახეთ ეს ქალი, არ ვიცნობთ, არ ვიცით ვინ არის, არც ხმაური გაგვიგია, პოლიციას შევატყობინეთ და მოვიდნენ.”- ამბობს დარეჯან თოდუა.

ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზა ჩაუტარდება. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: