ზუგდიდში ახალი სასტუმრო “რივერსაიდ ზუგდიდი” დღეს გაიხსნა

0

ქალაქ ზუგდიდში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო “რივერსაიდ” ზუგდიდი- მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ საზეიმოდ გახსნა.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს მოდერნისტულ და თანამედროვე სტილს, ევროპული კლასის მომსახურებას და კომფორტს, იგი ერთდროულად 40-მდე ადამიანს უმასპინძლებს.

“რივერსაიდი” კომპანიის პირველი პროექტია და რეგიონში მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით კიდევ რამდენიმე უფრო დიდი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

სასტუმროს გახსნას ზუგდიდის მინიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილეები ბესო ჭეჟია, თაზო ფაცაცია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასტუმროს გახსნის ცერემონიალი ალაფურშეტით დასრულდა.