ზუგდიდში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანა იგეგმება

0

ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში 50 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალებებს ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციასთან საუბარი უკვე დაწყებულია.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე იდეის დონეზე აღარ არის. ზუსტად ვერ გეტყვით როდის, მაგრამ 2018 წლიდან ავტობუსები შემოვა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ავტობუსებისთვის ბიუჯეტის თანხა არ დაიხარჯება.“, – განაცხადა მაიზერ ნანავამ.

სხვა ახალი ამბები: