ზუგდიდში ამერიკის დღეები იმართება

0

აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, ზუგდიდში ამერიკის დღეები იმართება. ამერიკის დღეების ოფიციალური გახსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დღესვე, სამხატვრო გალერეაში უილიამ ოზგუდ ფილდის ფოტოგამოფენა გაიხსნა და გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის „კავკასიის შორეული ხეობების“ პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკის დღეების ფარგლებში, ზუგდიდში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

25 აპრილი, 15:00-16:00 კონფერენცია- დემოკრატიის განვითარება აშშ-საქართველოს ისტორიის კონტექსტში – ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა;

26 აპრილი, 11:00-13:00 ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმების ჩვენება – შ.მესხიას სახელობის უნივერსიტეტი 16:00-18:00 წარმატებული ქართველი ინოვატორები და მეწარმეები ამერიკაში, ჩართვა აშშ-დან – ზუგდიდის ტექნოპარკი;

27 აპრილი, 14:00 – 18:00 საინფორმაციო გამოფენა – სამხატვრო გალერეა ქუჩის აქტივობები – ზუგდიდის ბულვარი 14:30 – 16:00 პრეზენტაცია – უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები ამერიკის შეერთებულ შტატებში – ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა;

28 აპრილი, 15:00 – 18:00 ამერიკის დღეების დახურვა – ფილმების ჩვენება – მე-4 სკოლა 15:00 – 19:30 კონცერტი, მასში მონაწილეობენ: შოთა ადამაშვილი, ლიზი მებონია და მარიამ ღულათავა, ზუგდიდის ამერიკის კუთხის წევრები -ცენტრალური პარკი (უამინდობისშემთხვევაში, კონცერტი ჩატარდება მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში).

სხვა ახალი ამბები: