ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

0

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები განმუხურის და ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე უკვე ცნობილია. მისი განცხადებით სამივე საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. მისი თქმით, საარჩევნო კომისიას პროცენტული მონაცემები დათვლილი არ აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ზუგდიდში მეორე ტური აუცილებლად გაიმართება როგორც ქალაქის, ასევე თემის მაჟორიტარულ ოლქებში.

“სამივე შემაჯამებელი ოქმი ადგილზეა. მაჟორიტარული არჩევნებით 5 ნომერს აქვს 438 ხმა ჯამში, 41 ნომერს – 981 ხმა. ბათილი ბიულეტენბი მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში არის 29. რაც შეეხება გამგებლის არჩევნებს, 5-მა ნომერმა მიიღო 439, 41-მა ნომერმა კი 954 ხმა. ბათილი ბიულეტენები – 38”-განაცხადა

სხვა ახალი ამბები: