ზუგდიდში, არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

0

ზუგდიდის 67-ე მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდმა მესხისგანცხადებით, ქალაქის უბნების უმრავლესობა დათვლილია, რომლებზეც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ გაიმარჯვა. ასევე, კონკურენტს “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ გაბუნიას დიდი უპირატესობით მოუგო “ქართული ოცნების” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ედიშერ თოლორაიამ მეორე ტურშიც დაამარცხა „ენმ“-ს მიერ წარდგენილი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობა არ ისურვა, თუმცა მისი სახელი და გვარი საარჩევნო ბიულეტინებში მოცემული იყო.

ცნობისათვის, დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა.  პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ზუგდიდში გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც შედგა.

სხვა ახალი ამბები: