ზუგდიდში ავტო-მოტო მოყვარულთა შეჯიბრი მიმდინარეობს

0

ზუგდიდში ავტო-მოტო მოყვარულთა შეჯიბრი მიმდინარეობს. შეჯიბრში, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ. ღონისძიება, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე დილის 12:00 დაიწყო და ხვალ დასრულდება.

„Western Drivers Club სამეგრელოსა“ დამფუძვნებლის დავით კოდუას თქმით, აღნიშნული კლუბი 1014 წელს დაფუძვნდა და ყოველწლიურად ატარებს სხვადასხავა ღონისძიებებს.

„ახალგაზრდული წლის ფარგლებში თქვენ ხედავთ რომ სამეგრელო გუგუნებს, მთელი საქრთველო აქ არის შეკრებილი და ყველას ვინც არის ავტომოყვარული მივეცით საშუალება გამოვიდეს და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს,“-აღნიშნა მან.

ავტო-მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან. ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgias“ ორგანიზებით ტარდება. იდეა სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას ეკუთვნის.

სხვა ახალი ამბები: