ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

0

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე ზუგდიდში. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მერები და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რეგიონის გუბერნატორმა, ფაროსანასთან ბრძოლის საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე და წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრაზე სოფლების მიხედვით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება მუნიციპალიტეტების მერებმა და სოფლის რწმუნებულებმა.