დავით ბაქრაძის შეხვედრამ ზუგდიდში საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა (ფოტო)

0

DSC01565ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ჩავიდა და ადგილობრივ ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტობის კანდიდატს თან ახლდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც. დავით ბაქრაძესთან შეხვედრა ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა, სადაც დაახლოებით ათასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა. ბაქრაძის მხარდაამჭერ აქციაზე ზუგდიდში ჩამოვიდნენ სენაკიდან, მარტვილიდან, ჩხოროწყუდან, ფოთიდან, ხობიდან და წალენჯიხიდან. საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრამ ერთ საათს გასტანა.

”ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრა  ორგანიზაცია “დაიცავი საქართველომ” და ”ქალები მშვიდობისათვის” აქტივისტებმა გააპროტესტეს. დავით ბაქრაძის საწინააღმდეგო საქპროტესტო აქციას, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრის პარალელურად ოდნავ მოშორებით მიმდინარეობდა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია მართავდა.  მიქაიას განცხადებით დავით ბაქრაძეს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს. ”დავით ბაქრაძე პოლიტიკური ნაგავია!”, ”ბაქრაძე, გაეთრიე სამეგრელოდან!” ისმოდა შეძახილები მოწინააღმდეგეთა მხრიდან.

ზუგდიდის ცენტრში, ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში  სამართალდამცავები იცავდნენ. იმ ადამიანებმა, რომლებიც ზუგდიდში ბაქრაძის ვიზიტს აპროტესტებდნენ, აქციის დასასრულს სახედარი გამოიყვანეს, რომელსაც ხელონურად საგანგებოდ დამზადებული დიდი გასაბერიფალოსი ამშვენებდა. ფალოსზე გამოსახული იყო დავით ბაქრაძის, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტები.

სხვა ახალი ამბები: