ზუგდიდში “C ჰეპატიტის მართვის ცენტრი” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა

0

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

კვარაცხელიას თქმით, მშენებლობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა დაწყებულია და მისი გახსნის შემდეგ ადგილზე პაციენტები მომსახურების სრული პაკეტით ისარგებლებენ.

სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება.

ჰეპატიტის მართვის ახალაშენებული ცენტრი 27 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაათვალიერა და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამშენებლო კომპანიას 10 დღის ვადა მისცა.

სხვა ახალი ამბები: