ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ტენდერი გამოცხადდა

0

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის გასწვრივ მდებარე ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ტენდერი გამოცხადდა!

შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 910532,0 ლარს შეადგენს.

პირველ ეტაპზე, 2017 წლისთვის დაგეგმილია არხის სადემონტაჟო სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების (სახიდე გადასასვლელები) მოწყობა, პანდუსებზე და გადასასვლელბზე მოაჯირების მოწყობა, არხის თავზე ბუნებრივი გარნიტის ბორდიურების მოწყობა, სარწყავი სისტემების მონტაჟი, წყალსაწრეტი ცხაურებისა და მილების მონტაჟი, დეკორატიული ქოთნების მოწყობა.

დენდროლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, მცენარეთა მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვალსა და მარტში, გაზაფხულზე განხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: