ზუგდიდში, დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა აღევლინა

0

2008 წლის რუსეთ-საქართვველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა.

ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა აღევლინა. წირვის შემდგომ კი დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

წირვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.