ზუგდიდში დასახლების საერთო კრება 5 სოფელში გაიმართა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, დასახლების საერთო კრებები დღეს ცაიშის , ცაცხვის , დიდინეძის კახათის, დიდინეძისა და ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩაატარა. კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები აირჩიეს.

ცაიშში პრიორიტეტად გზების რეაბილიტაცია ,გარე განათების მოწყობა, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება, ცაიშის საჯარო სკოლასთან ისტორიული ხიდის აღდგენა , ცენტრში მინი სტადიონის მოწყობა, ფარჯიკიას ქუჩაზე გადასასვლელი ბოგირის გაფართოება, სხვადსხვა უბნებში სანიაღვრე არხის ამოწმენდა, მოსაცდელის მოწყობა, სოფლის სახნავ-სათესი მიწის ფართობებთან მისასვლელი ხიდის გაფართოება და სოფელში პარკის მოწყობა დასახელდა .

ცაცხვის მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა და ამოწმენდა, გამსახურდიას ქუჩაზე ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია, საჯღარკაოს უბანში სამელიორაციო არხზე მილ-ბოგირის მოწყობა, კულტურის სახლის რეაბილიტაცია , რუსთველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება (360 მეტრი), შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის შემოღობვა და რეაბილიტაცია პრიორიტეტად დაასახელა.

დიდინეძის კახათში ადგილობრივებმა განსახორციელებელ პროექტებად მდინარე ჩხოუშზე და მდ.ჯუმზე ნაპირსამაგრის მოწყობა , შიდა გზების რეაბილიტაცია და სამელიორაციო არხების ამოწმენდა , სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის საფარის დაგება და საქირიოს უბანში გარე განათების მოწყობა აირჩიეს.

დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტად სანიაღვრე არხებისა და ამბულატორიის რეაბილიტაცია, წმ.ნინოს, გ.ტაბიძის, ნ.ნიკოლაძისა და რუსთაველის ქუჩაზე და სამაქაცარიოს უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია , ცენტრის კეთილმოწყობა (პარკი),მონასტრის შესასვლელათნ და ჭვედირის უბანში, გარეგანათების მოწყობა, შიდაგზების რეაბილიტაცია, მდინარე ჯუმზე ნაპირსამაგრის გაკეთება და ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა დასახელდა.

ორულუს მოსახლეობამ საბავშო ბაღის რეაბილიტაცია, ორულუ-კიროვის ანაკლიის გზაზე ბეტონის საფარის დაგება, სასოფლო კლუბის და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია , ასევე გარე განათების მოწყობა დიდინეძი ორულუს მონაკვეთზე და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია პრიორიტეტად დაასახელა.

სხვა ახალი ამბები: