ზუგდიდში დაზიანებული ნაპირსამაგრების მოწყობაზე 2,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

0

სტიქიის შედეგად, მდინარე ენგურის კალაპოტზე შექმნილ პრობლემურ კერებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამგონას, კოკის, ორსანტიასა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად 2, 754, 848 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათოთხმეტი ათას რვაას ორმოცდარვა ) ლარი დაიხარჯება.

,,ძლიერი წვიმების დროს მდინარე ენგურმა შამგონაში, კოკში, ორსანტიასა და ტყაიაში პრობლემები შეგვიქმნა, არსებობდა საფრთხე მდინარეს კალაპოტი გაერღვია და მოსახლეობა დაეზარალებინა, თუმცა ჩვენი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის დროული რეაგირების შედეგად ეს საფრთხე თავიდან ავიცილეთ. ამ პრობლემის ძირეული მოგვარება უახლოეს პერიოდში დაიწყება, სამუშეობის შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, ეს პრობლემა გადაუდებელ მოგვარებას საჭიროებს და ჩვენი რეაგირებაც შესაბამისად მყისიერია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ნაპირსამაგრების მოწყობისთვის 2, 754, 848 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათოთხმეტი ათას რვაას ორმოცდარვა ) გამოიყო“-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია.

ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: