ზუგდიდში დედა ენის დღე აღნიშნეს

0

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის მოადგილეებმა მამუკა წოწერიამ და თამაზ ჟორჟოლიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

“დღეს საქართველო ქართული ენის დაცვის – დედაენის დღეს აღნიშნავს. ქართული ენა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საუნჯე და ჩვენი თვითმყოფადობის განმსაზღვრელია. გილოცავთ, ამ ღირსშესანიშნავ დღეს! ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ და დავიცვათ ქართული ენა”- აღნიშნა ლაშა გოგიამ.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

სხვა ახალი ამბები: