ზუგდიდში დღეს ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლაშა გოგიასთან და მერიისა და სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დღეს, რეაბილიტირებული ძიუდოს დარბაზი გახსნა.

დარბაზის რეაბილიტაცია, ქალაქ ზუგდიდის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტით განახორციელა, რისთვისაც 108 000 ლარი გაიხარჯა.

დარბაზში ფუნქციონირებს ძიუდოსა და სამბოს სექცია, რომელიც 130 სპორტსმენზეა გათვლილი.

მომავალაში დარბაზის ბაზაზე, ძიუდოსა და სამბოს ქალთა ჯგუფების შექმნა იგეგმება.

სხვა ახალი ამბები: