ზუგდიდში დიდთოვლობის გამო შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან მუშაობას განაგრძობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საგანგებო შტაბი შეკრიბა, სადაც წინა ღამით სტიქიის ზონებიდან მიღებული ინფორმაცია შეაჯამა და შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ინტენსიურმა თოვამ გარკვეული სახის პრობლემები შეუქმნა.

ძირითად შემნილია გადაადგილების პრობლემა, როგორც ცენტრალურ ისე შიდა საუბნო გზებზე. ელექტროენერგია არ მიეწოდება კორცხელის, ნაცატუსა და ჯიხაშკარის გარკვეულ უბნებს. ,,ენერგო-პრო-ჯორჯია-ს“ ჯგუფები უკვე მუშაობენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. წუხელ ღამითვე გაიწმინდა გზები ცაიშის, ინგირის, ჭკადუაშის, კორცხელის, ნაცატუს, ჩხორიას, ტყაიას, ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში. ახალსოფლის, რიყის, ტყაიისა და ჭკადუაშის საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი უკვე დაიყარა.

ამჟამად, ტექნიკური მარილი ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში იყრება, ხოლო ამის შემდეგ ტექნიკა ჯიხაშკარისა და ყულიშკარის მიმართულებით გადაინაცვლებს.

გამგეობის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჯიმში აგრძელებს მუშაობას. დღის ბოლომდე გაიწმინდება ყველა გზა, სადაც მოძრაობა შეფერხებულია.

სხვა ახალი ამბები: