ზუგდიდში ექიმის დასჯას ითხოვენ – საპროტესტო აქცია რეფერალური საავადმყოფოს ეზოში

0

გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ არ სჯერათ მედიკოსების ვერსიის, რომ ახალგაზრდა პნევმონიით გარდაცვალა. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ცირგაიას დედის ირინა წურწუმიას თქმით, უკვე 5 თვე გავიდა მისი შვილის გარდაცვალებიდან და დღემდე არ იციან, თუ რეალურად რამ გამოიწვია ეს ფაქტი. გარდაცვლილის ახლობლები ექიმის დასჯას მოითხოვენ.

„გთხოვთ, მიიტანოთ ჩემი ტკივილი გულთან. დღეს იმიტომ მოვედი აქ, რომ გავიგო, რატომ არ შეუჩერეს სტატუსი ექიმს, ნუთუ 5 თვე სჭირდება სიმართლის დადგენას“, – თქვა გარდაცვლილის დედამ ირინა წურწუმიამ.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა.

სხვა ახალი ამბები: