ზუგდიდში, ერთი ოჯახიდან კვებითი ინტოქსიკაციით 7 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

0

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კვებითი ინტოქსიკაციით შვიდი ადამიანი შეიყვანა. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები და მათი სტუმრები არიან, რომლებმაც შობის დღესასწაული ერთად აღნიშნეს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის, ლაშა გრიგოლაიას განცხადებით, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი პროცედურები და გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

ამჟამად კი შვიდივე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.