ზუგდიდში, “ერთი თბილი ოთახი”-ს პროგრამაში 11 ოჯახია ჩართული

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ახალი პროგრამის ,,ერთი თბილი ოთახი“ განხორციელება დაიწყო, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში 11 ოჯახია ჩართული. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები ჯუმსა და ნარაზენში გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გოჩა კეკუტიამ და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ მოინახულეს.

კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებისა და ვიზუალური(ფოტო) მასალის განხილვის შედეგად გამოავლინა.

პროექტის ღირებულება 50 000 ლარია.

სხვა ახალი ამბები: