ზუგდიდში ერთთვიანი ფესტივალი “გზა ერთობისკენ – რუხი 2018” დაიწყო

0

სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი ,,გზა ერთობისკენ-რუხი 2018″ გაიხსნა. ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს.

ასევე იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური კონცერტები, შეჯიბრებები, ფილმის ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება. ,,გზა ერთობისკენ -რუხი 2018″ ,,რუხის სავაჭრო ცენტრის” ინიციატივით ხორციელდება, რომელიც საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიაა.