ზუგდიდში, ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცათ

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცათ. ბენეფიციარებს ეტლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერიამ, გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა და გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ბენეფიციარებისთვის ეტლების გადაცემის პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ახალი ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,“ LDC ,,CHARITY’’-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი მხარდაჭერით მოხდა.

სხვა ახალი ამბები: