ზუგდიდში განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე გაიხსნა

0

ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა.  რესტავრირებული სასახლე დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ ახალი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დაათვალიერეს და სასახლის თანამშრომლებს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

ცნობისათვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 2013 წელს საქართველოს მთავრობას პრობლებური ობიექტები წარუდგინა. 30 პრიორიტეტულ პროექტს შორის საქართველოს მთავრობამ პპრიორიტეტულად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია მიიჩნია და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინასა.

სრულიად განახლებული სასახლის იერსახე თანამდროვე არქიტექტურით ქალაქში გამორჩეული ობიექტია.

სხვა ახალი ამბები: