ზუგდიდში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

0

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები აპროტესტებენ მერიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა ეკრძალებათ და ალტერნატიულ ტერიტორიაზე მოუწევთ გადანაცვლება.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე არ შევლენ. მათივე განცხადებით, ზუგდიდის მერიამ აღნიშნული ტერიტორიის დატოვების ვადა დილამდე მისცა. გარემოვაჭრეების თქმით, მათ არა აქვთ იმ რაოდენობის საქონელი, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე ივაჭრონ.

იმ შემთხვევაში, თუ მათ გარევაჭრობა აეკრძალებათ, საპროტესტო აქციებს პარლამენტის შენობასთან და კანცელარიასთან გამართავენ.

ადგილზე ჯერჯერობით, არ გამოჩენილან მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილამდე აპირებენ დარჩენას.

სხვა ახალი ამბები: