ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გრანდიოზული ავტო-მოტო შეჯიბრი გაიმართება

1

5-6 აგვისტოს, ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გრანდიოზული ავტომოტო შეჯიბრი გაიმართება

მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელები მიიღებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

შეჯიბრში მონაწილეობას ავტო და მოტო მოყვარულები საქართველოს ყველა კუთხიდან მიიღებენ. შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ.

რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“  ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.

მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

ღონისძიების სპონსორები არიან: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ვისოლი და თეგეტა მოტორსი.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები არიან:  სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge

სხვა ახალი ამბები: