ზუგდიდში ინტენსიურად იწმინდება ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები

0

ქალაქ ზუგდიდში ინტენსიური თოვის გამო მერიის სამსახურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასული. მთელი ღამისა და დღის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდება ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები, მათ შორის ე.წ კომბინატისა და ფაიფურის დასახლებების გზები. იყრება ტექნიკური მარილი.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დიდთოვლობისა და გართულებული ხილვადობის გამო, მოქალაქეებსა და მგზავრებს განსაკუთრებული სიფრთილისკენ მოგიწოდებთ.

სხვა ახალი ამბები: