ზუგდიდში ინტენსიურად თოვს – მუნიციპალიტეტის გამგეობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა.აქედან გამომდინარე ინტენსიურად იწმინდებოდა გზები. ამ დროისთვის გზა ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში იწმინდება. სპეციალური ტექნიკა მუშაობს ასევე ნარაზენისა და ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

გამგეობის საგანგებო შტაბი გამგებლის ლაშა გოგიას ხელმძღვანელობით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში გზა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიწმინდება მოქმედებს ცხელი ხაზი, დიდთოვლობასთან დაკავშირებული პრობელემის დროს გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომერზე 595 90 11 15.

სხვა ახალი ამბები: