ზუგდიდში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გადამზადების სემინარი დაიწყო

0

დღეს, ზუგდიდში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გადამზადების სემინარი დაიწყო. პროგრამა მოიცავს, ტუბერკულიოზის მკურნალობის ვადების შემცირებას. დღეის მონაცემებით ტუბერკულიოზის მკურნალობის ხანგრძლივობა 2 წელია. მიმდინარეობს STREAM სტადია 2 კლინიკური კვლევა, რომლის მიზანია დადგინდეს მულტირეზისტენტული ანუ წამალგამძლე ტუბერკულოზის სამკურნალო ხანმოკლე – ექვსი, ან ცხრა თვიანი რეჟიმების შეფასება.

პროგრამა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ საერთაშორისო კავშირისა (International Union Against Tuberculosis and Lung Diseases) და ორგანიზაცია „სასიცოცხლო სტრატეგიების“ (Vital Strategies) დაფინანსებით ხორციელდება.

პირველი რეგიონი, სადაც STREAM კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, არის სამეგრელოს რეგიონი, კერძოდ ზუგდიდი. რეზისტენული ტუბერკულიოზის მკურნალობა ფრანგული მხარის მხარდაჭერით (MFS) სწორედ ზუგდიდში დაიწყო.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის წევრი ნანა თოდუა, მერიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია, და რეგიონების (ბათუმისა და ზუგდიდის) საზოგადოებრივი ორგანიზაციები, STREAM საზოგადოების საბჭოს კოორდინატორები, სპეციალიზებული ტბ ქსელისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.