ზუგდიდში კარატეს ტრადიციული ტურნირი “ღია თასი” გაიმართა

0

კარატეს ტრადიციული ღია ტურნირი „მეგობრობის თასი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსში გაიმართა, სადაც მონაწილეობას კარატისტები, საქართველოს ყველა რეგიონიდან ღებულობდნენ.

საუკეთესო სპორტსმენებად, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ლევან დადეშქელიანი, ვალიკო ფონიავა, ირაკლი ჭურღულია და საბა მანია დასახელდნენ, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ცეზარ ჯანჯღავამ მიიღო. მსოფლიო ფედერაციამ მე-5 დანი ზუგდიდელ კარატისტს გელა ანთიას მიანიჭა.

ტურნირის ბოლოს გამარჯვებულები, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებშიც გამოვლინდნენ.

გუნდურ ჩათვლაში ზუგდიდელმა კარატისტებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

გამარჯვებული სპორსმენები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილაიამ და ვიცე პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

ტურნირი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა ახალი ამბები: