ზუგდიდში კეთილმოწყობილი ევროპული სტანდარტის დონის ნაგავსაყრელი სამეგრელოს რეგიონს მოემსახურება.

0

საქართველოს პარლამენტმა დღეს მოახდინა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა (KFW) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება, რომლის მიხედვით საქართველოში, კერძოდ ზუგდიდსა და საგარეჯოში მოხდება რეგიონალური ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა.

აღნიშნულისთვის გამოყოფილია და დაიხარჯება სულ 30 მლნ ევრო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილი ევროპული სტანდარტის დონის ნაგავსაყრელი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს მოემსახურება.