ზუგდიდში ყინულის სახლის ფუნქციონირება აღდგება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზუგდიდის ყინულის სახლში არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც ლაშა გოგიამ აღნიშნა, ზუგდიდში ყინულის სახლის ფუნქციონირების აღდგენა მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მისი მერობის პერიოდში აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნული საკითხის შესწავლაზე კი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.

ლაშა გოგიას დღეს ყინულის სახლის მონახულებისას იმ სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები ახლდა თან, რომლებსაც სამომავლოდ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაევალებათ.

სხვა ახალი ამბები: