ზუგდიდში ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრ“-მა ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი დაიწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსის ,,სუფთა რეგიონი”- ს ფარგლებში ყველაზე სუფთა სოფლის(ადმინისტაციული ერთეულის), ყველაზე სუფთა ქუჩისა და ყველაზე სუფთა ეზოს გამოვლენის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი -” ს დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ მიაწოდა და კომისიის წევრებს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ყველაზე სუფთა სოფლების,ყველაზე სუფთა ქუჩებისა და ყველაზე სუფთა ეზოების ჩამონათვალი წარუდგინა და ფოტომასალები წარუდგინა.

ამ ეტაპისთვის გამოვლენილ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციული ერთეული, 6 ქუჩა და 10 საცხოვრებელი სახლის ეზო. კონკურსი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: