ზუგდიდში კიდეო ორი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება

0

ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის ფარგლებში კიდევ ორი ტენდერი გამოცხადდა. ამ ეტაპზე მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები კეთილმოეწობა.

პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქ.#7-ში, ასფალტ-ბეტონის საფარის, განათების ბოძების დამონტაჟება, სანიაღვრე ჭებისა და მათ შორის პლასტმასის გოფრირებული მილების მოწყობა მოხდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 49 650 ლარია.

ზვიად გამსახურდიას გამზ. #31 – ში არსებულ კორპუსების ეზოში მოეწყობა, ჩამოსაჯდომი სკამები და მაგიდა, ბეტონის ასაწყობი ბორდიურები, ასფალტ-ბეტონის საფარი, განათების ბოძების დამონტაჟება, სანიაღვრე ჭებისა და მათ შორის პლასტმასის გოფრირებული მილები. შესყიდვების სავარაუდო ღირებულებას 32 018 ლარი შეადგენს.