ზუგდიდში, კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ გაიმართება

0

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. შეხვედრა ხვალ 12 საათზე, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.

კონსტიტუციის ახალი პროექტს ადგილობრივ მოსახლეობას ”ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარადგენს. საკონსტიტუციო განხილვას ბათუმის შემდეგ ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

შეხვედრას როგორც ზუგდიდის, ასევე სამეგრელოს ცხრავე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო და მისი წარდგენა სულ 11 ქალაქშია დაგეგმილი. საყოველთაო განხილვების პროცესი 15 მაისს თბილისში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: