ზუგდიდში მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს

0

13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. თბილისში მომხდარ სტიქიას ერთი ზუგდიდელი ახალგაზრდა-მარიამ ქუთელია ემსხვერპლა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს მარიამ ქუთელიას ხსოვნას და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-მდე ადამიანი დაზარალდა, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.

სხვა ახალი ამბები: