ზუგდიდში მარტოხელა ხანდაზმულებზე მობილური ჯგუფი იზრუნებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით იწყებს ახალი პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“ განხორციელებას. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი – მარტოხელა ხანდაზმულები, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.

პროექტი ითვალისწინებს უნიკალური, ინოვაციური სერვისის დანერგვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც გათვლილი იქნება 30 ბენეფიციარზე. ჩამოყალიბდება მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობით. მობილური ჯგუფის წევრები წინასწარ შერჩეულ მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებს ადგილზე მისვლით მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.პროექტია ხანგძლივობაა 7 თვე.

პროექტი ხელს შეუწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბენეფიციართა საჭიროებების კვლევა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური ახორციელებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ წარმომადგენელთან ერთად.

პროექტი დაფინანსბულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“- (People In Need) პროექტის ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების 2017 წლის პროგრამით – „სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“.

სხვა ახალი ამბები: