ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა

0

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიურო გახსნა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთოვრობო ორგანიზაციებისა

და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაჟორიტარმა შეკრებილებს ბიუროს ხელმძღვანელი ჯონი ჯიქია და სხვა თანამშრომლები წარუდგინა. გარდა ამისა, ქვარაიამ პარლამენტში საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

“ბიუროს მუშაობის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან, რის შესახებაც წინასწარ იქნება ცნობილი. ჩვენ გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატსა და პარლამენტის წევრს აქვს”, – განაცხადა ქვარაიამ.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული და ის მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 10-დან 18 საათამდე მიიღებს.

“ორშაბათიდან შეეძლებათ მოქალაქეებს მოვიდნენ და საკუთარი პრობლემები გაგვაცნონ, ჩვენ კი, შეძლებისდაგვარად, მათ დავეხმარებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან შუამდგომლობას გავუწევთ”, – აღნიშნა ჯიქიამ.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-ად-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: