ზუგდიდში მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა აღრიცხვა დაიწყო – გამგეობა ახალი სახლებს აშენებას იწყებს

0

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, შემოსული განცხადებების საფუძველზე ოჯახების ანკეტირება დაიწყო. ამ ეტაპზე, შემოსული განცხადებები ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა ჯგუფთან ერთად, ინგირის, ოირემეს, ახალაბასთუმანისა და დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაამოწმა.

კომისიამ განსახილველად 175 განცხადება მიიღო, რომელსაც კომისიის წევრებისგან დაკომპლექტებული 5 ჯგუფი ადგილზე ეტაპობრივად გადაამოწმებს და ოჯახების ანკეტირებას მოახდენს. შემდეგი ეტაპი კი ანკეტირების შედეგების შეჯამება და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა იქნება. მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმდინარე წელს მინიმუმ 25 სახლის მშენებლობას გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: