ზუგდიდში მიხეილ ხუბუტიას სახლი გაქურდეს

0

ზუგდიდში მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას საკუთარი სახლი გაქურდეს. ამის შესახებ SMO NEWS-სთვის ექსკლუზიურად დღეს გახდა ცნობილი, თუმცა თავად ფაქტი 5 დღის წინ მოხდა.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით ხუბუტიას სახლიდან წაღებულია 5 ათასი ლარის ღირებულების ნივთები, მათ შორის ანტიკვარული ყანწი.

SMO NEWS-მა გაარკვია, რომ აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეს ზუგდიდის პოლიცია იძიებს.