ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართვველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგიას წინასაარჩვნო შეხვედრების ფარგლებში პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურთან და დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად ზუგდიდის მუნისიპალიტეტის სოფელ ნაცატუს მოსახლეობას შეხვდნენ.

კანდიდატმა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფელში  განხორციელებულ პროექტებზე და იმ სამომავლო გეგმებზე რომლიც უნდა განხორციელდეს სოფელ ნაცატუში. მთავარი პრიორიტეტი, როგორც ყველა სოფელში, აქაც სოციალური საკითხები და დასაქმებაა. სოფელში მოგვარდა სასმელი წლის პრობლემა და უახლოეს ხანებში გაზიფიცირების საკითხის დაწყებაც იგეგმება. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა და სახელისუფლო რგოლის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ყველა მათ მიერ დასახელებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას შეპირდნენ.

ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს ედიშერ თოლორაიას მისი გამგებლობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და წარმატებები უსურვეს დეპუტატობის კანდიდატსა და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატს ლაშა გოგიას.

სხვა ახალი ამბები: