ზუგდიდში მოხდარი აფეთქების ადგილას მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

0

ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე საწყობში აფეთქების შედეგად დაღუპული ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს მაშველებმა. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, მამაკაცია და ის ნანგრევებიდან ამ წუთებში ამოჰყავთ. მისი ვინაობა, ჯერჯერობით უცნობია.

გაეროს შტრაბის ყოფილ ოფისში ხანძარი, თითქმის, ორი საათის წინ გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი აფეთქება იყო, რის შემდეგაც ერთ-ერთი საწყობის შენობა ჩამოინგრა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სპეც-ტექნიკაც მუშაობს.

სხვა ახალი ამბები: