ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

0

ზუგდიდში, 23 ივლისს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია. სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონული საამართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 25 ივლისს ქ. ზუგდიდში დაკავებულ იქნა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული ზ. ფ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით ამოღებულია გატაცებული თანხის 3305 ლარის, ნაწილობრივი თანხა 350 ლარის ოდენობით. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში 23 ივლისს, კოსტავას ქუჩა 54-ში მდებარე ტექნიკის მაღაზია “არაი თუმოროუში” განთავსებული შპს “4 ფინანსი” დააყაჩაღეს. თვითმხილველების განცხადებით, ობიექტში დღის საათებში შეიჭრა და მოლარე ოპერატორს ლია გეგეჭკორს დაესხა თავს.

 

სხვა ახალი ამბები: